გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

22-06-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დადგინდა, რომ  სამ შემთხვევაში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში,  ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში,  4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.  მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება ჯამში 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის  მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.