გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ გუდალეთში მისასვლელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება

30-09-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

 

5 818 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

მშენებელმა გზის საფუძველი უკვე მოაწყო და მალე მისი მოასფალტებაც დაიწყება.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს - სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

 

სოფელი გაზიფიცირებულია, მოწყობილია გარეგანათება, ასფალტირებული გზა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და დაბრუნებას. პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.

 

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.