გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფინელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

30-09-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ფინეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლები ეწვივნენ.


 პრეს-ტურის ფარგლებში სამოგზაურო ჟურნალის Matka-ს,  Alma Media-ს,  Otava Media-ს და სხვა გამოცემების ჟურნალისტები თბილისს, სიღნაღს, ყვარელს, ალავერდს, წინანდალს, მცხეთას, ანანურსა და სტეფანწმინდას ესტუმრნენ. პრეს-ტურის ფარგლებში  საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინის, სამზარეულოს, ბუნებისა და კურორტების შესახებ სტატიები მომზადდება.


პრეს-ტურის მიზანია ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.