გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

3-18 ოქტომბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

30-09-2022

3-18 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1

ლანჩხუთი

03.10.2022

ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით

10:00-17:00

2

გურჯაანი

03.10.2022

 თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან)

10:00-17:00

3

ლენტეხი

04.10.2022

თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

4

ყვარელი

04.10.2022

კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან

10:00-17:00

5

ხონი

05.10.2022

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

6

დუშეთი

06.10.2022

რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი

10:00-17:00

7

ვანი

06.10.2022

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

8

ბაღდათი

07.10.2022

წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 

10:00-17:00

9

ამბროლაური

10.10.2022

კოსტავას ქ. 20

10:00-17:00

10

ასპინძა

10.10.2022

მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

11

მარტვილი

11.10.2022

თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ

10:00-17:00

12

ცაგერი

12.10.2022

რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ

10:00-17:00

13

ონი

13.10.2022

აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ

10:00-17:00

14

საჩხერე

17.10.2022

თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

15

ტყიბული

18.10.2022

კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

16

ამბროლაური

24.10.2022

კოსტავას ქ. 20

10:00-17:00

17

ყაზბეგი

27.10.2022

გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია

10:00-17:00

18

კასპი

28.10.222

სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 

10:00-17:00