30-09-2022
ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აგვისტოში 10,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მისცა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს.
„მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ წელს ჩვენ, მოგეხსენებათ, ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ. ბიუჯეტში ჩადებული იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ბიუჯეტში და ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო დაახლოებით 65 მილიარდ ლარამდე, 64,8 მილიარდი ლარი. გახსოვთ, რომ ასევე მაღალი იყო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ის 4,4%-ს შეადგენდა. თამამად და ამაყად ვიტყოდი, რომ წელს, ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ევროპაში და მსოფლიოში ხდება, რეცესიაა და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა იცოდეს კარგად, თუ რა ვითარებაა, როგორი კონტრასტული ვითარებაა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენ ევროპაში და კონტინენტზე. ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს დილით გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის მიერ, აგვისტოში გვქონდა 10,5%, რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა. 8 თვეში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს. ამან საშუალება მოგვცა, რომ წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელმა შეადგინა 8,5%, ხოლო ნომინალური მშპ-ის პროგნოზი შეადგენს 72 მილიარდ ლარს. ეს არის შედარებით კონსერვატიული პროგნოზი. ჩვენ ვფიქრობთ, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, თუ ამ ტემპებს შევინარჩუნებთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.