გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“: ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ

30-09-2022

ეს იყო საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და აღმაშფოთებელი ფაქტი, ამაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა უმაღლეს დონეზე საქართველოს და მის ხელისუფლებას, გამოწვეული იქნა ელჩი და პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური სვლა და განცხადება, რაც კი შეიძლება გაკეთებულიყო, გაკეთდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ.

 

„ჩვენი ვალია, ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს რუსეთის მიერ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მსგავსი მიუღებელი აქტივობის მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე მეორე მიმართულება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიუხედავად ყველაფრისა, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის ლიდერმაც საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვია, აღიარებასთან დაკავშირებით არ იფიქროს.

 

ჩვენ ამ გზაზე, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის გზაზე უნდა ვიაროთ ნებისმიერი რამის მიუხედავად.

 

ჩვენ 2 კვირაში მაგალითად გვაქვს ვიზიტი, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სადაც ველაპარაკებით სხვადასხვა ქვეყნებს, ძალიან პატარა, ბევრმა ადამიანმა სახელიც რომ არ იცის, ასეთი ქვეყნის წარმომადგენლებსაც და ასეთი ხდება ყოველწლიურად, მათ შორის, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ იმ ქვეყანასაც ამ თემაზე და ყველა გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული და მცდელობა არ დავაკლოთ სადამდეც კი შესაძლებელი იქნება. ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო, წარმოუდგენელი ამბავი იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ არაფრით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.