გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფელ ლამისყანაში ღია საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1-10-2022

სოფელ ლამისყანაში ღია საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჭიდაო არენის ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, გადაიხურება სახურავი, მოეწყობა მსაჯის მაგიდა და დამონტაჟდება მაყურებლის სკამები.


საჭიდაო არენის სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შპს „ქართული სახლი“-ს მიერ  ხორციელდება, რომლის ღირებულება 39 939 ლარია.


ვახტანგ მაისურაძის განცხადებით სოფელ ლამისყანაში ქართული  ჭიდაობა ტრადიციული და პოპულარული  სპორტის სახეობაა, რომლითაც ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. მერიის მიზანი კი მათი სპორტული მიღწევებისთვის ხელშეწყობაა.