გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ქართული ოცნება": დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ

1-10-2022

ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ  ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

 

"ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა.

 

დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია.

ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება.

 

დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ.

 

საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება" - ნათქვამია განცხადებაში.