22-06-2018
პარკმა „ციცინათელამ“ 2008 წლის აგვისტოს ომში, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, 2004 წლის საბრძოლო ოპერაციებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების შვილებს უმასპინძლა.
პარკში სტუმრობისას ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ატრაქციონებითაც ისარგებლეს. მოგვიანებით, გმირი სამხედროების შვილებმა ახალგაზრდა მხატვრების ნახატებისა და ხელნაკეთების გამოფენა „საქართველო მინიატურებში“ დაათვალიერებს. ღონისძიების ბოლოს სამხედროების შვილებისთვის ფოლკლორისა და პოეზიის საღამოც გაიმართა.
ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, პარკი „ციცინათელა“ გმირი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს აწყობს.