გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ირაკლი ლატარია: გილოცავთ მეგის ქარდავების დამარცხების დღეს

1-10-2022

ქუჩაში გასვლის გვეშინოდა, მეგობრებთან შეხვედრის გვეშინოდა, გართობის გვეშინოდა, ხმამაღლა საუბრის გვეშინოდა, ციხეში მეგობრის მონახულების გვეშინოდა, ციხეში მეგობრის სიკვდილის გვეშინოდა, სიკეთის კეთება გვეშინოდა, შემოსავლის გაზრდის გვეშინოდა მაგრამ ეს შიში ჩვენში იყო, ვერავის ვეუბნებოდით, ვერ ვხმაურობდით, ყოველ დღე თითქოს შიგნიდან რაღაცას ვგეგმავდით, ვემზადებოდით მაგრამ არავინ ჩანდა ჩვენი მშველელი, ჩვენი ლიდერი, ჩვენი ტკივილის გამხმოვანებელი და დაწყებული ჩუმი ომის ღიად ბოლომდე მიმყვანი - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ 10 წლის იუბილეს.

 

„ქუჩაში გასვლის გვეშინოდა, მეგობრებთან შეხვედრის გვეშინოდა, გართობის გვეშინოდა, ხმამაღლა საუბრის გვეშინოდა, ციხეში მეგობრის მონახულების გვეშინოდა, ციხეში მეგობრის სიკვდილის გვეშინოდა, სიკეთის კეთება გვეშინოდა, შემოსავლის გაზრდის გვეშინოდა მაგრამ ეს შიში ჩვენში იყო, ვერავის ვეუბნებოდით, ვერ ვხმაურობდით, ყოველ დღე თითქოს შიგნიდან რაღაცას ვგეგმავდით, ვემზადებოდით მაგრამ არავინ ჩანდა ჩვენი მშველელი, ჩვენი ლიდერი, ჩვენი ტკივილის გამხმოვანებელი და დაწყებული ჩუმი ომის ღიად ბოლომდე მიმყვანი.. და ის დღეც დადგა, როცა ჩაბუდებულ ზიზღს, გაოცებას, გაბრაზებას აი ასე, უსიტყვოდ სადმე გადაიტანდი და მოიპოვებდი შენს, შენი ოჯახის, შენი ქვეყნის თავისუფლებას.... გილოცავთ მეგის ქარდავების დამარცხების დღეს, მარტო ამ დღისთვისაც კი, მადლობა ბიძინა ივანიშვილს - უბრალოდ, მადლობა!“ - წერს ლატარია facebook - ზე.