გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი: 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ხალხთან ერთად დასაბამი ჩაუყარა ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას

1-10-2022

10 წელი გავიდა მას მერე, რაც საქართველომ შვებით ამოისუნთქა! 10 წელი ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა! 10 წელია, რაც მავნებლები, შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ აურიონ, შეანჯღრიონ, შეარყიონ, ომში და უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ არ გამოსდით! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„საქართველო გილოცავ! 10 წელი გავიდა მას მერე, რაც საქართველომ შვებით ამოისუნთქა! 10 წელი ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა! 10 წელია, რაც მავნებლები, შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ აურიონ, შეანჯღრიონ, შეარყიონ, ომში და უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ არ გამოსდით! არც გამოუვათ, რადგან ხალხის ნება სულ სხვაა! აი, იმ ხალხის რომელმაც გადაწყვიტა გვერდით დასდგომოდნენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, და მტარვალ ხელისუფლება, მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით შეეცვალა!

 

დღეს 1-ლი  ოქტომბერია, 10 წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ხალხთან ერთად დასაბამი ჩაუყარა ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას! ღვთივკურთხეულ, ღმრთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ყოველთვის ემტერებოდნენ, ებრძოდნენ მამულს, ებრძოდნენ, ენას, ტრადიციას, კულტურას, ვენახს...მაგრამ ყოველთვის კისერს იტეხდნენ, ქართველობას და ქართველს კი ვერ ტეხდნენ, რწმენას ვერ უნგრევდნენ, ვერ ერეოდნენ, ვერ და ვერა! მიზეზი კი ჩვენი გონიერება, და სიყვარულისა და მშვიდობისაკენ სწრაფვა გახლდათ ყოველთვის! სწორედ გონიერებით, სწორედ მშვიდობის და ქვეყნის სიყვარულის წყალობით, ღვთის ნებითა და შეწევნით სწორედ ამ დღეს 10 წლის წინათ, ჩვენ გავიმარჯვეთ, და კიდევ ბევრს გავიმარჯვებთ! საქართველო გილოცავ!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.