გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 546 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურია დამონტაჟებული

2-10-2022

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად გრძელდება. შემოდგომის დადგომასთან ერთად, მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს. ასეთ დროს, განსაკუთრებით ეფექტიანია ბრძოლის მექანიკური მეთოდები.


თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას მეთხილე ფერმერებისთვის ფერომონების კომპლექტები გადასცა. ფერომონების კომპლექტები ეგრეთ წოდებული „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების დასამზადებლად გამოიყენება.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები აქტიურად გამოიყენოს. განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის შემცირებულ რიცხოვნობას და როგორც თხილის, ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენილ მოსავალს.


მიმდინარე წელს, დასავლეთ საქართველოში უკვე განთავსებულია 91 600 ცალი ფერომონიანი დამჭერი, მათ შორის, 83 546 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.