გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მერიამ რამდენიმე კორპუსს საჩუქრად სამშენებლო მასალა გადასცა

22-06-2018

რუსთავის მერიამ რამდენიმე კორპუსი სამშენებლო მასალით დაასაჩუქრა. 

პროცესში მონაწილეობა მიიღო რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

"17-ი მაღალსართულიანი საცოვრებელი კორპუსის თავმჯდომარემ ჩვენს სამსახურს განცხადებით მიმართა, რომ დავხმარებოდით სხვადასხვა სამშენებლო მასალებით, რათა მოეწესრიგებინათ საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, დაურიგდათ ზუსტად ის მასალა რაც მოთხოვნილი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა თავად მიიღებს მონაწილეობას სარემონტო სამუშაოებში, ჩვენ უბრალოდ დავეხმარეთ, სახურავით, რკინის კარებით და  კიბის უჯრებით. "- განაცხადა რუსთავის კორპუსის სამსახურის უფროსმა ზვიად ლაბაძემ

სამშენებლო მასალები, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სულ 17 კორპუსს გადაეცა. 

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმოდგენლები მონიტორინგს გაუწევენ. დასრულებულ პროექტს კი რუსთავის მერი პირადად ჩაიბარებს.

როგორც რუსთავის კორპუსში ამბობენ, პროექტში ჩართვა ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია, ამისთვის კი საჭიროა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ წერილობით მიმართოს რუსთავის კორპუსის სამსახურს.

თვითმმართველობამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  34 000 ლარი გამოყო.

"ინფორუსთავი"