4-10-2022
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
საარტილერიო ქვედანაყოფმა დასკვნითი საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 ფაზისგან შედგებოდა. პირველი ფაზა საველე პირობებში სწავლების დაგეგმარებას მოიცავდა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა აღსრულებასა და შეფასებას დაეთმო.
საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.