გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1 თვეში 0.05 პროცენტით გაიზარდა

4-10-2022

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა.


საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.58 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.0 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.