გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთის ვიცე-მერის შემოსავალმა 48 დღეში 7 261,9 ლარი შეადგინა

22-06-2018

 მამუკა პაპასკირი ფოთის მერის ვიცე-მერად გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და მისმა ხელფასმა წლის ბოლომდე 7 261,9 ლარი შეადგინა. მანამდე, მამუკა პაპასკირი სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორის მოადგილე იყო და მისმა შემოსავალმა გასული წლის 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრამდე 31 297,62 ლარი შეადგინა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ფოთის ვიცე-მერის უძრავ ქონებას ორი ბინა, საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი შეადგენს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითვე, 2016 წელს ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა 35 000 დოლარი 406 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლის შესაძენად გადაიხადა. პაპასკირის უძრავ ქონებაში ასევე, შედის 32 760 დოლარად შეძენილი ბინა (52 კვ.მ) ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-მერისა და მისი მეუღლის საერთო საკუთრებაშია (მათი ქონებრივი წილი 50-50%) 1 000 000 რუბლად შეძენილი ბინა (78 კვ.მ) ფოთში, ერეკლე მეორის ქუჩაზე. მათ საერთო ქონებაშია ასევე, 28 კვ.მეტრი ფართობი ავტოფარეხი, რომლის შესაძენადაც მათ 50 000 რუბლი გადაიხადეს (ორივე ობიექტის შეძენა 1993 წელს განხორციელდა). პაპასკირის მოძრავ ქონებაზე დეკლარაცია მონაცემებს არ შეიცავს.