22-06-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გასული წლის წარმომადგენლობითმა ხარჯმა 34 943 ლარი შეადგინა. საინფორმაციო პორტალ region.ge-ს მიერ უწყებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე გაცემული პასუხის თანახმად, აღნიშნული მოცულობიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სარესტორნე ხარჯმა 28 388 ლარი, ხოლო სასაჩუქრე ხარჯმა 6 555 ლარი შეადგინა.