გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ორი წელი, მიყოლებით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა; ამას სჭირდება შენარჩუნება

4-10-2022

ძალიან საინტერესო პროექტებზე ვისაუბრეთ, ჩვენ ასევე ავუხსენით ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ გვაქვს ძალიან კარგი ბიუჯეტი წელსაც და 2023 წელსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, ძალიან კარგი და პოზიტიური მოლოდინებია.


„წელსაც, ჩვენი ვარაუდი არის, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, იმ ფონზე რაც ხდება ევროპაში, ევროპის კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში თითქმის, ყველა მიმართულებით არის მოსალოდნელი რეცესია. ჩვენ ორი წელი, მიყოლებით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამას სჭირდება შენარჩუნება, ბიზნესს სჭირდება მეტი ასე ვთქვათ პროგნოზირებადი გარემო, ლარის კურსი უნდა იყოს სტაბილური და არის კიდევაც ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად სტაბილური, დაწყნარებულია სიტუაცია, დამშვიდებულია, ტურიზმი აღდგენილია და გვაქვს ძალიან კარგი, პოზიტიური მოლოდინები,"- განაცხადა პრემიერმა.