გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში 7 წლის ბავშვი დაჭრეს

23-06-2018

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 წლის ბავშვი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი ეზოში საბავშვო ატრაქციონზე თამაშობდა რა დროსაც მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ჭრილობა 7 წლის გოგონას მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ტყვია, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან აქვს ნასროლი.

მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. "დაჭრილის მდგოამრეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება. ჭრილობა აქვს მიყენებული პნევმატური იარაღით, მოხდა უცხო სხეულის ამოღება პაციენტის სხეულიდან"- განაცხადა ექიმმა დავით გოგოძემ.

როგორც შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გამოძიება 126-ე პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით ფაქტზე დაკავებული არავინ არ არის. 



http://inforustavi.ge/