გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს თავმჯდომარე JICA-სა და Asia Air Survey-ის წარმომადგენლებს შეხვდა

5-10-2022

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-სა და კომპანია Asia Air Survey-ის წარმომადგენლებს შეხვდა.


ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი მიშელაძეიაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA)  პროექტების ფორმულირების მრჩეველ იშიი ჰოძუმის და კომპანია Asia Air Survey-ს ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს,ტორუ ინადას და მიცუნობუ ონიშისშეხვდა.


გიორგი მიშელაძემ მიმდინარე პროექტებზე, მიწის ბალანსის შედგენის საკითხზე, სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნასა და მიწათსარგებლობის მონიტორინგზე ისაუბრა. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება სატელიტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რასაც შესაბამისი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრები სჭირდება.


სააგენტოს ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დღეს არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის მხარეებმა მიწის სააგენტოს წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი.შეხვედრაზე მხარეებმა სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებასა და ამ საკითხში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა დაAsia Air Survey-ს ერთობლივროლზე იმსჯელეს.


შეხვედრას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარჩილიძე, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე და მიწის კადასტრის დეპარტამენტის უფროსი ზაქარია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.