გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლიეტუვის სეიმის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში იმყოფებოდნენ

5-10-2022

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. კომიტეტის თავმჯდომარის, ლაურინას კასჩიუნასის ხელმძღვანელობით, ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.


მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესია გამოწვევაა მთელი რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. მათ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ამ კუთხით ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. 


ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვასა და ქვეყნის მიერ ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე. ასევე, განიხილეს ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.


საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს. ლელა ჩიქოვანმა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა.


ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტარები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც დელეგაციის წევრები ცენტრის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს გაეცნენ.