« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
5-10-2022
კამერული მუსიკის VIII ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში - სალხინოს დადიანის სასახლის ხეივანში გაიმართება.
8 ოქტომბერს ელისო ბოლქვაძე მარტვილის სამუსიკო სკოლაში მასტერკლასს ჩაატარებს.
„8 ოქტომბერი: საფორტეპიანო მუსიკა - ელისო ბოლქვაძე; ქართული დუეტები - ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე. კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი - ნიკოლოზ წულუკიძე;
9 ოქტომბერი: საგუნდო მუსიკა - ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი, თსუ-ს სტუდენტური კაპელა, რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“.
მხარდამჭერები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია და ჭყონდიდის ეპარქია.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი - შიო აბრახამია“, - ნათქვამია განცხადებულ ინფორმაციაში.