გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

5-10-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „პულმან თბილისში" საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის ასოციაციების, ტუროპერატორების, ავიაკომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის ანგარიშის პრეზენტაცია ღონისძიებაზე მიწვეულ საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.


როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ტურიზმის აღდგენის კუთხით არსებულმა სამოქმედო გეგმამ შედეგი გამოიღო, რასაც დღეისთვის არსებული მონაცემები ადასტურებს - 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ 83.8% შეადგინა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ კი 65.3%.


რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ 53.8% შეადგინა და 3 892 605 ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ კი 67.8% (2 704 133 ვიზიტი).


შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის კუთხითაც - 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 94.6%-იანი აღდგენა დაფიქსირდა და შემოსავლების მაჩვენებელმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისივე თქმით, ცალკეული თვეების ჭრილში მხოლოდ აგვისტოში აღდგენის დინამიკამ 126.7% შეადგინა.


2019 წელთან შედარებით, 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა ავიაციის სექტორში ავიამიმართულებების და ავიაკომპანიების, ასევე ავიასიხშირეების აღდგენის კუთხით. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით ახორციელებს.


პრეზენტაციაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიას, რომლის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.