გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

5-10-2022

6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვiლი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.