გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი” გაიმართება

5-10-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი” გაიხსნება.

 

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მოწვეული სტუმრები, მეცნიერები საქართველოდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან დაესწრებიან.

 

პლენარულ სხდომებზე იმუშავებს რამდენიმე სექცია: ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები, ისტორია და პოლიტოლოგია, ხელოვნება, კულტურა და განათლება. ერთი სექცია გაიმართება ონლაინ ფორმატში.

 

კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრი; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“; მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტაპოლსკა“.


კონფერენცია ეძღვნება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიას“ 25 წლის იუბილეს.

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია