გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

მამუკა მდინარაძე: კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები და ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები

5-10-2022

კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კითხვას, ელოდებიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის მხრიდან ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ რიტორიკაზე კითხვები დაისმება.


მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი „ეროვნული ინტერესებიდან გამოდის“ და თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული ქმედებები აწუხებს, „ეს მისი პრობლემაა“.


„ჩვენ გამოვდივართ სტრატეგიული, დასავლეთთან ინტეგრაციის და ეროვნული, ქართული ინტერესებიდან. თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები აწუხებს ეს მისი პრობლემაა, ჩვენ გამოვდივართ ეროვნული და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.