გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ლაშა ხუციშვილი სომხეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

5-10-2022

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.


ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს გააცნო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ამ ფონზე, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საზღვარზე ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების მნიშვნელობას.


სომხეთის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.