გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

სექტემბერში საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია,

6-10-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის  სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022  წლის სექტემბერში საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  ზრდა 2021  წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 69.4%-ით აღდგა.


ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა როგორც სექტემბერში, ასევე მიმდინარე წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია.


 2022 წლის სექტემბერში საქართველოში 452,155  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +115.7%-ს შეადგენს.  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 83.8%   აღდგენილია. 


2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,   2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს.  2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი  53.8%-ია.


2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან  შედარებით ზრდა +147.5%-ია.   2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს.


საერთაშორისო მოგზაურებისა და  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.