გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართველმა სამხედროებმა მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს

6-10-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.


ლევან ბერძენიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მგელაძემ საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა. ლევან ბერძენიშვილმა 95 კილოგრამიან კატეგორიაში მარჯვენა მკლავით, ხოლო ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში მარცხენა მკლავით გაიმარჯვეს.


სპორტული შეჯიბრება საფრანგეთში, ქალაქ დიეპში გაიმართა. მასში მსოფლიოს 29 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.