გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა დავითულიანი: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე

6-10-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის ნიშანია.


„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე“, - განაცხადა დავითულიანმა.


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები განიხილეს.


პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტმაც დაიწყოს აქტიური მუშაობა. საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და პროცესში ჩართულია შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც.