ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ სარჩელზე: შეიძლება ეს არაკომპეტენტურმა ენჯეომ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს

6-10-2022

ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საპატრიარქოსა და პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც ეხება მოვლა-პატრონობისთვის მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის გადაცემას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტი სახალხო დამცველს გადამოწმებული არ ჰქონდა და სასამართლოში მტკიცებულება ვერ წარადგინა.

 

„სამარცხვინო იყო ის, თუ როგორ „იცავდა“ საკუთარ პოზიციებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ასეთი არაკომპეტენტურობა, საქმეში ჩაუხედაობა, მოუმზადებლობა , უბრალოდ შუფერებელია იმ კონსტიტუციურ ორგანოსთან, რასაც სახალხო დამცველი ქვია. ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს რა თქმა უნდა ახდენს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.