გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მარტვილის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა

7-10-2022

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.


პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.