გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე: ადამიანი საერთოდ უარს ამბობს ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, ოღონდ რაღაც რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი, მე მგონი ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ

6-10-2022

მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავის დეტალებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ აღმსრულებელი მდივანი ამბობს, რომ ივანიშვილმა უარი თქვა 2 მილიარდის გარანტირებულად დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებზე, რადგან საქართველოსთვის რისკები არ შექმნილიყო.


„როდესაც საუბარი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყო გარიგებისა და მოლაპარაკებისთვის [ბანკის] იურისტი და ის გარიგების შედეგად სთავაზობდა [ივანიშვილს] 2 მილიარდი დოლარის გარანტირებულად დაბრუნებას, ამ კაცმა საუბარზეც კი უარი თქვა, წარმოიდგინეთ. ერთი ჩვენ კოლეგა ხუმრობდა წინა დღეებში, 100-ლარიანი ჩამიყლაპა ბანკომატმა და 3 დღე ვლანძღავდი ბანკსო. წარმოიდგინეთ, ეს ემოციური მომენტიც, ადამიანური მომენტიც არის. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი საერთოდ უარს ამბობს ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, ოღონდ რაღაც რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი, მე მგონი ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, როგორ მოერგოს რამენაირად ბიძინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, იმიტომ რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომდგენლებს მოუნდებათ ასე. იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, სად არის სიმართლე და რას აკეთებს ის კაცი იმისთვის, რომ საერთოდ არ ილაპარაკოს პოლიტიკურ კონტექსტზე“, - განაცხადა მდინარაძემ.