გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რომან გოცირიძე ნინო ლომჯარიას: სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას?!

7-10-2022

სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარული სხდომაზე.

 

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, 500 წლის წინ, ინკვიზიციის პერიოდში ლომჯარიას ღალატის გულისთვის კოცონზე დაწვავდნენ.

 

,,500 წლის წინ რომ ყოფილიყავით ინკვიზიციის პერიოდში კოცონზე დაგწვავდნენ. თქვენ ახლა დაგაბრალეს კონკორდატის ღალატი. რა კონკორდატი, სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას. ეკლესიას ვინ ერჩის ყველამ კარგად იცის. ეკლესიას ერჩის ,,ქართული ოცნება’’ და სუსი", - განაცხადა გოცირიძემ.