25-06-2018
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ჭიათურაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობას, ასევე, ჭაბურღილებისა და მაგისტრალური ქსელების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 36,6 მლნ.ლარით აფინანსებს.
ჭიათურის მერიის ინფორმაციით, პროექტი 2019 წელს დასრულდება, რომლის შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
"ერთი მუშა და ათი თავდგმური-მასხარები," - ასეთი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ფოტოს, სადაც ჭიათურის მერი მოადგილესთან და სამსახურების უფროსებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ეცნობა.