გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: არვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით

7-10-2022

„არ ვაპირებთ, 2023 წელს ხელფასების 20%-იანი ზრდით შემოვიფარგლოთ, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ანაზღაურებას 2024 წელსაც გავზრდით“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.



მისი განმარტებით, 2023 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროცესი 2024 წელსაც გაგრძელდება. „ჩვენ შევპირდით და 2023 წლის იანვრიდან 20% -ით გავზრდით სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურებას. მიმდინარე წელს მოვახერხეთ და
დაახლოებით, 20%-ით, ზოგ შემთხვევაში, მეტითაც გავზარდეთ ანაზღაურება“, - განაცხადა მან. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 2024 წელსაც გაიზრდება.