გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება მიზანს, რომ გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა - თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების გადინებაზე

7-10-2022

ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება მიზანს, რომ გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას ცალკეული მედიასაშუალებების მიერ შექმნილ აჟიოტაჟზე, რომელიც ჯარიდან ე.წ. გადინების თემას ეხება.

მისი განცხადებით, სტატისტიკა საგანგაშო არ არის და ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ქართულ ჯარში.


„სამხედრო მოსამსახურე არის ზუსტად ის სეგმენტი, რომელზეც არის დიდი მოთხოვნა დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ჯარისკაცი არის ახალგაზრდა, დისციპლინით აღსავსე და ასევე, ფიზიკურად მომზადებული პიროვნება. თუმცა, ჩვენ შიდა კვლევაც ჩავატარეთ და მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომ ეს სრულიად გავაჩეროთ და პირიქით, გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა. ის ნაბიჯებიც, რაც ჩვენ უკვე გადავდგით და რასაც ვდგამთ, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.