გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის 80% ხმარდება ქვეყნის საქმეებს. თუ ამის უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ეს ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა საქართველოს განვითარებას - ჯუანშერ ბურჭულაძე

7-10-2022

ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს შორის არსებულ დავას გამოეხმაურა „ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის. მისი
კაპიტალის 80% ხმარდება საქმეებს, რასაც მოსახლეობა საკუთარი ფულით უნდა ვაფინანსებდეთ“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ ჟურნალისტის მიერ შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,
ბიძინა ივანიშვილის ფული ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალია. „ეს არის ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ფული, ასე რომ, თუ ამის
უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალი და
მინიმუმ, ყველას შინაგანი პროტესტი გვქონდეს“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.