გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გია აბაშიძე: ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ბიძინა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული

7-10-2022

სააკაშვილის რევანშისტები ხშირად უაზროდ აპელირებენ იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ივანიშვილის ფინანსებს გადააყოლა. რეალურად, როგორც ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის ბოლო წერილიდან ირკვევა, ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით ამგვარ ძალიან ღირსეულ და პატრიოტულ ნაბიჯებს ვერასდროს გაიგებენ საქართველოს მოღალატე, მძარცველი პოლიტიკური ძალა და მისი მარიონეტები სხვადასხვა სფეროში.

 

„მიმტაცებელ Credit Suisse-ზე ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მართებულად აღნიშნა - ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ბიძინა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეცენატმა, ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ყველაფერი იღონა, რომ შვეიცარიულ ბანკთან დავაში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები არ დაზიანებულიყო. სააკაშვილის რევანშისტები ხშირად უაზროდ აპელირებენ იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ივანიშვილის ფინანსებს გადააყოლა. რეალურად, როგორც ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის ბოლო წერილიდან ირკვევა, ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა. თუმცა, ამგვარ ძალიან ღირსეულ და პატრიოტულ ნაბიჯებს ვერასდროს გაიგებენ საქართველოს მოღალატე, მძარცველი პოლიტიკური ძალა და მისი მარიონეტები სხვადასხვა სფეროში.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიმართლე უცხოეთის სასამართლოებშიც გაიმარჯვებს ყოველგვარი კულუარული ვაჭრობის გარეშე. დაბრუნებული თანხები საქართველოს სახელმწიფოს შემდგომ განვითარებას რომ მოხმარდება, ცნობილია. ცხადია, მოსალოდნელია, რომ ახალ სასარგებლო მეგაპროექტებზე გამოქვეყნდება "ნაცების" უბადრუკი, დროებითი სიყალბე. თუმცა, ამათ რას დააკლებენ ივანიშვილს, მაინც ვერ შეიგნეს ლუზერებმა. ზაზა შათირიშვილი: გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული“- წერს აბაშიძე.