გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო ფოჩხუა: მელიას წინააღმდეგ ხოშტარია-კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი

7-10-2022

ნიკა მელია პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც „ფაქტ-ჩეკის“ ეგრედწოდებულ "მზომელში" მოხვდა და თან მანიპულატორობა დააბრალეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს და „ფაქტ-ჩეკის“ ინფორმაციას აზიარებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მანიპულირებაა ნიკა მელიას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მელიას წინააღმდეგ ხოშტარია-კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი. მისივე თქმით, რაც უფრო მალე დაასრულებენ ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები, მით უკეთესი.

 

„ნიკა მელია პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც ფაქტ- ჩეკის ეგრედწოდებულ "მზომელში" მოხვდა და თან დააბრალეს მანიპულატორობა. ხოშტარია/კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი მელიას წინააღმდეგ. არა, ნიკა მელია კი არის მანიპულატორიც და ყველაფერი ცუდი, მაგრამ კარგია, რაც უფრო მალე დაასრულებენ ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები, მით უკეთესი“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.