გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა გვარამია: რა კარგია ციხეში ყოფნა

8-10-2022

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდზე იხდის სასჯელს, ციხიდან Facebook-პოსტს აქვეყნებს.


„ციხეში ყოფნის უპირატესობები. დიტომ მომინახულა და ფეისბუქის ამონარიდები შემომიტანა. საოცარი სურათია:


მიშა კვდება და ერი დუმს


ნობელიანტს კვალიფიკაციას უწუნებენ და ერი ისევ დუმს


„მთავარი არხი“ რეგიონებში „იმედს“ უგებს, ამ დროს „მთავარი“ სულს ღაფავს, „იმედი“ ფულში იხრჩობა, ერი აქაც დუმს. ევროპული ფონდები კრიტიკულ არხებს ფულს არ აძლევენ (მერე უკვირთ, რუსეთთან საინფორმაციო ომში 10:0 რომ მარცხდებიან)


სოსო (გოგაშვილი) ციხიდან უსტარს უსტარზე აგზავნის, ივანიშვილს ამხელს და თავის 15 მილიონიან ქონებას იცავს. სოსო (თოფურიძე) ისევ „ყველა ციხეში“-ს გაკივის და ოპოზიციას ამხელს.


გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე. რა კარგია ციხეში ყოფნა“, - წერს ნიკა გვარამია.