გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

8-10-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. 


ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. 


გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კასპიის და შავი ზღვების გავლით. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა.