გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი სააკაშვილზე: სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული

9-10-2022

სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.


კითხვაზე - თუ მედიკოსები დაადასტურებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მზად არის თუ არა ხელისუფლება, მისცენ უფლება მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, პრემიერმა ასე უპასუხა:


„ კონკრეტიკა გაქვთ რამე, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს ბატონ სააკაშვილს? მე ვიცი რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.