9-10-2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
რეგიონისთვის ასეთი პროფესიონალის, გულშემატკივრისა და ერთგული პატრიოტის დაკარგვა მძიმე დანაკლისია.
სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს,"-ნათქვამია განცხადებაში.