გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ ჩხეტიანი: პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები ჩვენი ფონდის წინააღმდეგ, ჩვენთვის კარგად გასაგებია

10-10-2022

პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები, ჩვენი ფონდის წინააღმდეგ, ჩვენთვის კარგად გასაგებია და ჩვენ აღარ გვიკვირს მათი ეს ქმედება - ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს’’ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ,,იმედის კვირის’’ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათთვის კარგად ცნობილია პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების ანატომია.

 

,,რაც მეტი ფინანსური შემოსავალი ექნება ფონდს, მით მეტ საქველმოქმედო პროექტს დაინახავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. რაც შეეხება, იმ ხალხს, რომლების ასე ჩასაფრებით არიან ყველა ჩვენი პროექტის მიმართებაში, პირდაპირ ვეტყვი, რომ მათი სქემა და ეს ანატომია, ამ შეთხზული ისტორიების, ჩვენთვის კარგად ცნობილია. ყოველ ჯერზე მოქმედებენ ერთი გეგმით. ეს ანატომია, აი ამ მოვლენის რასაც ქვია ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები, ჩვენი ფონდის წინააღმდეგ, ჩვენთვის კარგად გასაგებია და ჩვენ პრინციპში აღარ გვიკვირს ეს მათი ქმედება," - განაცხადა ჩხეტიანმა.