აღნიშნული ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტი ყველაზე დიდი თანხით არის წარმოდგენილი, ვიდრე ბოლო 5 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე არსებული ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების ერთად აღებული ბიუჯეტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით, 2017 წელს მმართველი გუნდი თანხების დაზოგვას აანონსდებდა, თუმცა გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში რიგ სამსახურებსა და ორგანიზაციებზე დაფინანსება შემცირების ნაცვლად გაიზარდა.