გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კონკურსის „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

10-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ესსეების კონკურსის „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.


კონკურსის გამარჯვებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ყოჩიაშვილია. მეორე ადგილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლემ მათე საჯაიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლე მაია ალავერდაშვილი და მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეციცხვაიას გელა ჭედიას სახელობის სკოლის მოსწავლე დათო ბერია გავიდნენ.


გამარჯვებულ მოსწავლეებს წიგნის ვაუჩერები გადაეცათ.


კონკურსის მიზანი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.


მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ საკონკურსო ნამუშევრები ტყეზე ზეწოლის შემცირების გზების, ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების სწორად გამოყენების, ალტერნატიული საწვავისა და საზოგადოების მხრიდან ტყის დაცვის ვალდებულებების შესახებ. ესსეები შეფასდა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.


დაჯილდოება მეტყევის დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ყოველ წელს 10 ოქტომბერს აღინიშნება.


გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ესსეების კონკურსი ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გამოაცხადა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით.


პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.


პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.