გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა

10-10-2022

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას ესწრებოდნენ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშე დიდრიხ ებერსი, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ოლივიე ლეფებვრი და ექსპერტი იგორის კრზეცკოვსკი,გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი.


სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა  გააცნეს საგამოძიებო  სამსახურის საქმიანობისმიზნები და ამოცანები, ესაუბრნენ საფინანსო - ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი უწყებისსამუშაოსპეციფიკის შესახებ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების და  ანალიტიკურ - პროგრამული უზრუნველყოფისმიმართულებით მხარდაჭერის პერსპექტივას.


შეხვედრაზე მხარეები კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.