გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე მოსამართლე წიკლაურზე: მამაკაცმა ქალი დანით მოკლა და შემთხვევამდე, როცა მკვლელმა მსხვერპლი და მსხვერპლის დედა სასტიკად სცემა, პოლიციამ მკვლელი დააკავა, გარეწარმა წიკლაურმა კი დამნაშავე გარეთ გამოუშვა

10-10-2022

სამარცხვინო განაჩენია როცა ხარ "ნაცების" თოჯინა. ასეთია ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ვასალი, მამუკა წიკლაური. ეს სუბიექტი ცდილობს მართლმსაჯულებას ჩირქი მოსცხოს, მაგრამ ვერაფრით გამოსდის, რადგან როცა არსება ნოდარ მელაძის დონემდე ეცემა, სტატუსი უნივერსალურია - ანგარებიანი, მავნებელი ნაცგოიმი!- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლე მამუკა წიკლაურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

 

ანალიტიკოსის თქმით მოსამართლედ წოდებულმა მამუკა წიკლაურმა სცადა რევანშისტი ოპოზიციისთვის ქულების დაწერა, მაგრამ ვერ გამოუვიდა. სიცრუე დიდხანს ვერ ხარობს ციფრულ მედიაში.

 

„90-ებში მანჩესტერში სწავლისას, პრაქტიკისას, რეალურად გავიცანი ბრიტანული სასამართლო. მოსასხამიანნი, პარიკიანნი, მოსამართლის შემოსვლისას კლერკის შეძახილი - All stand! (ყველანი ფეხზე). თუმცა, სააკაშვილის მარიონეტ ცალკეულ ერთეულ მოსამართლეებზე მოწიწება ვერასდროს მექნება. სამარცხვინო განაჩენია როცა ხარ "ნაცების" თოჯინა. ასეთია ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ვასალი, მამუკა წიკლაური.

 

მის ბიოგრაფიაში არის რამდენიმე 'ქეისი', რომელიც ლოგიკურ კითხვის ნიშნებს ბადებს.

 

ეს სუბიექტი ცდილობს მართლმსაჯულებას ჩირქი მოსცხოს, მაგრამ ვერაფრით გამოსდის, რადგან როცა არსება ნოდარ მელაძის დონემდე ეცემა, სტატუსი უნივერსალურია - ანგარებიანი, მავნებელი ნაცგოიმი! ცნობისთვის, თელავში ამასწინდელ საშინელ შემთხვევაში, როცა მამაკაცმა მეგობარი ქალი დანით მოკლა და ამ საზარელ შემთხვევამდე, მკვლელმა მსხვერპლს და მსხვერპლის დედას 2 ოქტომბერს სასტიკად სცემა, პოლიციამ იმოქმედა მყისიერად და მკვლელი დააკავა და პროკურატურამ მოითხოვა მისი პატიმრობა, გარეწარმა წიკლაურმა დამნაშავე გარეთ გამოუშვა. მეტიც, 2021 წლის დეკემბერში, ზურა ზვიადაური, რომელსაც დიდი ტრაგედია შეემთხვა და ადამიანი მოკლა და სრულიად სამართლიანად იჯდა საპყრობილეში, გვარამიას დის ქმარმა, მოსამართლე წიკლაურმა პროკურატურის უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური ციხიდან გამოუშვა გირაოთი. ამ ორი ცნობილი საქმით სამარცხვინო, მოსამართლედ წოდებულმა მამუკა წიკლაურმა სცადა რევანშისტი ოპოზიციისთვის ქულების დაწერა, მაგრამ ვერ გამოუვიდა. სიცრუე დიდხანს ვერ ხარობს ციფრულ მედიაში. მე კანონის უზენაესობის უბადლო მომხრე ვარ, ხოლო ნამუსგარეცხილ არსებებს ყოველთვის ვამხელ რა პოზიციაზეც არ უნდა იყვნენ“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.