გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 17 385 ბენეფიციარმა ისარგებლა

10-10-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, იანვრდან სექტემბრის ჩათვლით17 385 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 1 121951 ლარი შეადგინა.

სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 16 098 ბენეფიციარმა, 451 573 ლარის ოდენობით. მათ შორის:

  • ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ ჩაერიცხა 219ოჯახს, ფულადი დახმარების სახით გაიცა 46 950ლარი;
  • ა(ა)იპ-სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსებით ისარგებლა 210 მოსწავლემ, 17900ლარის ოდენობით;
  • ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 187 ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 132023ლარი;
  • შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება მიიღო 146 ბენეფიციარმა, 36384 ლარის ღირებულების;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარება მიიღო 96 ოჯახმა 11520 ლარის ღირებულების;
  • მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება გაეწია 44 ბენეფიციარს, 5 720 ლარის ოდენობით;
  • შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 277 ბენეფიციარმა, 85 920ლარის ოდენობით;
  • შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება გაეწია 66 ბენეფიციარს, 19 800 ლარის ოდენობით;
  • მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსებით ისარგებლა 14 713 პირმა, რასაც ბიუჯეტიდან 20 873 ლარი მოხმარდა და სხვა.

 

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 1285 ბენეფიციარმა,  დაფინანსების სახით  გაიცა 670 378 ლარი. მათ შორის:

  • სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა 234 მოქალაქემ,  60856 ლარის ოდენობით;
  • "გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების" დაფინანსებით ისარგებლა 571 მოქალაქემ, 293 342ლარის ოდენობით;
  • ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 235 ბენეფიციარს, 224 259ლარის ოდენობით;
  • სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 30 მოქალაქეს, 9558 ლარის ოდენობით;
  • ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 21 პირმა, 7354 ლარის ოდენობით;
  • ქრონიკული დაავადების მქონე თამედიკამენტოზური პაკეტით 59 პირს გაეწია დახმარება, დაფინანსების სახით გაიცა 13421ლარი;
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 135ბენეფიციარმა, დაფინანსების ოდენობამ 61587ლარი შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს,  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და  ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისმიზნით, 27 სახის  ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში  1 529 565 ლარია გათვალისწინებული.